top of page

599241261
გვანცა ჯოჯიშვილი
აღმასრულებელი დირექტორი
რეიტინგი
718
16
ჰობი
ცურვა, კულინარია, ფრენბურთის თამ აში.
რატომ ვარ ლიდერი?
ბანაკის დაარსების დღიდან აქტიურად ვარ ჩართული სიახლეების დანერგვისა და მათი ორგანიზების პროცესში. მარტივად შემიძლია საერთო ენა გამოვნახო ახალ ადამიანებთან და დავამყარო მათთან მეგობრული დამოკიდებულება. მზად ვარ, ჩემი ენერგია და შესაძლებლობები მოვახმარო ბანაკის მეტად და მეტად განვითარების პროცესს.
რას მაძლევს ბანაკი?
ბანაკი მაძლევს საშუალებას გავიცნო ახალი ადამიანები. იგი მეხმარება დავაგროვო ცოდნა და გამოცდილება. ბანაკი ხელს მიწყობს, ვიყო მეტად აქტიური და ჩართული ვიყო პროცესში, რომელსაც ახალი თავგადასავლების ძიება ჰქვია. ,,ერუდიტი” საშუალებას მაძლევს ცხოვრების ახალ ეტაპზე აღმოვაჩინო ახალი იდეები, გავეცნო სიახლეებს და დავაგროვო უამრავი გამოცდილება.
რატომ ერუდიტის ბანაკი?
ძნელია კონკრეტულად იმ ასპექტის გამოყოფა, თუ რატომ უნდა აირჩიოთ კონკრეტულად ეს ბანაკი. ვფიქრობ, ,,ერუდიტი” ქმნის ყველაზე კომფორტულ გარემოს ახალგაზრდებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს იყვნენ მეტად გახსნილები და შეძლონ საკუთარი თავების სრულად რეალიზება. ბანაკის პროგრამა დატვირთულია არა ერთი უნიკალური შემეცნებითი და გასართობი აქტივობით, რომლებიც მონაწილეებს შემეცნებისა და თვითგანვითარების საშუალებას აძლევენ. ,,ერუდიტი” არა უბრალოდ ბანაკი, არამედ ერთი დიდი ოჯახია, რომელშიც ყველა მონაწილე თანაბრად მნიშვნელოვანია.
სერტიფიკატები
დაგვიტოვეთ კომენტარი
bottom of page