top of page

574141860
თეკლა ცქიფურიშვილი
ბანაკის ლიდერი (აღმოსავლეთ საქართველო)
რეიტინგი
21
0
ჰობი
ცურვა, კითხვა, პროგრამირება
რატომ ვარ ლიდერი?
რადგან ლიდერობა მხოლოდ პასუხისმგებლობა არ არის – ეს არის შესაძლებლობა, შევქმნა სასარგებლო და კომფორტული გარემო ჩემ გარშემო. ლიდერი არ ნიშნავს უბრალოდ მითითებების გაცემას, არამედ პირველ რიგში, გუნდთან ერთად მუშაობას, მათი მხარდაჭერისა და მოტივაციის გაძლიერებას. ბანაკში ჩემი მიზანია, თითოეულ მონაწილეს მივცე საშუალება, თავი კომფორტულად და თავისუფლად იგრძნოს
რას მაძლევს ბანაკი?
ყველაზე მთავარი: მეგობრებს რომელიც თან გაგყვებათ. ბანაკი ჩემთვის არის ადგილი, სადაც ყოველდღე ახალი გამოწვევები, ახალი მეგობრები და დაუვიწყარი გამოცდილებები მხვდება. ეს არის სივრცე, სადაც ვსწავლობ გუნდურ მუშაობას, კომუნიკაციის გაძლიერებას და ახალი უნარების განვითარებას.
რატომ ერუდიტის ბანაკი?
ერუდიტის ბანაკი ჩემთვის უნიკალური და დაუვიწყარი გამოცდილებაა, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი არის დასვენება, გართობა და დაუვიწყარი მომენტების შექმნა. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია დროებით მოშორდე სასწავლო დატვირთვას, იპოვო ახალი მეგობრები და გაატარო დრო სასიამოვნოდ. ბანაკის გარემო საშუალებას აძლებს მონაწილეებს როგორც დასვენების, ისე გაზრდის საშუალებას, გვეხმარება ვისწავლოთ გუნდური მუშაობა და ვისიამოვნოთ თავგადასავლებით.
სერტიფიკატები
დაგვიტოვეთ კომენტარი
bottom of page