
ერუდიტის ახალგაზრდული ბანაკი არ არის მხოლოდ გასართობი, ბანაკი
გასართობთან ერთად ატარებს შემეცნებით, სპორტულ, კულტურულ და სათავგადასავლო ხასიათს.
ბანაკის მონაწილეებს სრული დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ არაერთი გასართობი,
შემეცნებითი, სპორტული, კულტურული და სათავგადასავლო აქტივობები.
აქტივობების ჩატარების კონკრეტული დღეები წინასწარ არ არის გადანაწილებული,
რადგან აქტივობების შერჩევისას ძალიან დიდ როლს თამაშობს კლიმატი/ამინდი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე წინასწარ შეუძლებელია განისაზღვროს
რომელ დღეს და რომელ ნაკადში რა აქტივობა იქნება. აღნიშნულს ბანაკის მონაწილეები, ლიდერები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ერთობლივად გადაწყვეტენ და მრავალი ალტერნატივიდან შეიმუშავებენ ყველასთვის სასურველ და გარემო ფაქტორებთან მიმართებით ოპტიმალურ ვერსიებს.
ბანაკის აქტივობები

პიკნიკი
ამირანის პარკის მიმდებარედ „ბაკურიანის დაცულ ტერიტორიაზე“ მოეწყობა პიკნიკი ბანაკის მონაწილეებისათვის. ბავშვები კოცონთან საღამომდე და რჩებიან, მოყვებიან ლექსებს, იმღერებენ, დაუკრავენ გიტარას და გაიხსენებენ საინტერესო ისტორიებს...

ტური კარვებით
ამირანის პარკის მიმდებარედ „ბაკურიანის დაცულ ტერიტორიაზე“ ეწყობა “ქემფინგი“ კარვებით. ბანაკის მონაწილეები სრულ 1 დღეს გაატარებენ ბუნებაში სადაც იქნება კოცონი, ჩატარდება სხვადასხვა აქტივბები და ღონისძიებები.

მეტეორების დაცემა
ფოტოზე ნაჩვენებია სპორტული აქტივობა „მეტეორის დაცემა“. ბანაკის მონაწილეები შეეცდებიან წამოსული მეტეორი (ბურთი) მოიგერიონ ერთი მოძრაობით ისე, რომ მეტეორი დედამიწას არ დაეცეს. თუ მონაწილე მეტეორს ორჯერ შეეხება დაიწვება და გამოეთიშება თამაშს.

სამაშველო რგოლი
ფოტოზე ნაჩვენებია გასართობი აქტივობა „სამაშველო რგოლი“. ბანაკის მონაწილეებს დაურიგდებათ სამაშველო რგოლები, რომელიც შემდეგ სროლის მეშვეობით უნდა მიმართონ დასახმარებელი ობიექტებისკენ.

ბაგირის გადაძალვა
ფოტოზე ნაჩვენებია სპორტული აქტივობა „ბაგირის გადაძალვა“. ბანაკის მონაწილეები იყოფიან გუნდებად, ერთი გუნდი დგება ბაგირის ერთ მხარეს, მეორე გუნდი ბაგირის მეორე მხარეს და ცდილობენ ბაგირის გადაძალვით მოწინააღმდეგე გუნდის დამარცხებას.

საველე ბოულინგი
ფოტოზე ნაჩვენებია სპორტული აქტივობა „საველე ბოულინგი“. სტანდარტული ბოულინგ ისგან განსხვავებით მონაწილეებს ხვდებათ განსხვავებული დაბრკოლებები და ხელის ნაცვლად ფეხით ცდილობენ მათ წაქცევას. ყოველივე ეს ხორციელდება მინდორში.

წუწაობა
ფოტოზე ნაჩვენებია გასართობი აქტივობა „წუწაობა“
ბანაკის მოონაწილეები დაიყოფიან გუნდებად, თავდაპირველ ეტაპზე მოიმარაგებენ წყალს და საჭირო ინვენტარს. შემდეგ გუნდებს შორის გაიმართება ნამდვილი „სველი ომი“.

ქილების ავსება
ფოტოზე ნაჩვენებია გასართობი აქტივობა „ქილების ავსება“. მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად და შეეცდებიან A -დან B წერტილამდე თვალებ ახვეულმა წაიღონ სითხე და აავსონ შესაბამისი ჭურჭელი.

გარემოს დაცვითი კამპანია
ფოტოზე ნაჩვენებია გარემოს დაცვითი კამპანია.
ბანაკის მონაწილეები, ადმინისტრაციის წევრები და ლიდერები ერთობლივად ასუფთავებენ ბორჯომ-ბაკურიანის ტყის წინასწარ შერჩეულ ერთ კონკრეტულ მონაკვეთს.

ტირი
ფოტოზე ნაჩვენებია სპორტული აქტივობა „ტირი“. მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად.თითოოეულ გუნდში აუცილებელია იყოს ბანაკის ერთი ლიდერი, რომელიც იარაღის უსაფრთხო გამოყენებაზე იქნება პასუხისმგებელი, ბანაკის მონაწილეები კი ტირის თოფით ეცდებიან სამიზნე ობიექტების განადგურებასა და ქულების დაგროვებას.

ამაზონი
ფოტოზე ნაჩვენებია გასართობი აქტივობა „ამაზონი“. ბანაკის მონაწილეებთან შედარებით 1-ით ნაკლები ფურცელი დაიდება იატაკზე, მონაწილეები სინქრონულად გადაადგილდებიან ფურცლებზე, ხოლო ბოლოში დარჩენილი ერთი ზედმეტი ფურცელი გადადის დასაწყისში.

მაშველი ნისლში
ფოტოზე ნაჩვენებია გასართობი აქტივობა „მაშველი ნისლში“. მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებად (ჯგუფში 4 მონაწილე), თითოეულ მათგანს აეხვევა თვალი და ნაკარნახევი მიმართულებით უნდა შეძლონ სამაშველო რგოლი მიიტანონ საჭირო ადგილზე.

დაიჭირე დონატი
ფოტოზე ნაჩვენებია გასართობი აქტივობა „დაიჭირე დონატი“. ბანაკის მონაწილეები ინდივიდუალურად შეასრულებენ დავალებას. გაჭიმულია საყრდენი ბაგირი, მასზე ჯვარედინად გადადებულია მეორე ბაგირი, რომლის ერთი ბოლოც მონაწილის ფეხზეა მიმაგრებული, ხოლო მეორე ბოლო დონატზე. მონაწილის ამოცანაა ფეხის მოძრაობით შეცვალოს დონატის მდებარეობა, პირით შეძლოს მისი დაჭერა და მირთმევა.
